შვედეთის სანაპირო დაცვამ ბალტიის ზღვაში, ტრელებორგის სამხრეთით, ტანკერი Jin Hui დააკავა, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნოდეს.
შვედეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, ხომალდი, სავარაუდოდ, ყალბი დროშით ცურავდა და საზღვაო უსაფრთხოების წესებს არღვევდა. უწყების ინფორმაციით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება, რადგან გემი შესაძლოა, ზღვაოსნობის საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუფერებელი იყოს.
შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ეს ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის მეხუთე ინტერვენციაა. მისი თქმით, ტანკერი ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის სანქციების სიებში ფიგურირებს.
ევროპულმა ქვეყნებმა ბოლო თვეებში გააძლიერეს კონტროლს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე - მოძველებულ და ხშირად არასათანადოდ დაზღვეულ ტანკერებზე, რომლებსაც მოსკოვი, სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს.





