26 აპრილის ღამეს უკრაინის უსართხოების სამსახურის (СБУ) ალფა ჯგუფის სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც იერიშები მიიტანეს სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზასა და აეროდრომ ბელბეკზე.
СБУ-ს თქმით, ოკუპირებულ ყირიმზე მიტანილი იერიშების ფარგლებში, მათ წარმატებით დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდ იამალსა და ფილჩენკოვს, სადაზვერვო ხომალდ ივან ხურსს, სასწავლო ცენტრ ლუკომკას, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების რადიოტექნოლოგიური დაზვერვის შტაბს, რადიოლოკაციურ სადგურ Мыс-М1-სა და აეროდრომი ბელბეკის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილს.
СБУ-ს ხელმძღვანელის, ევჰენი ხმარას თქმით, იერიშების შედეგად მოწინააღმდეგემ არამხოლოდ ტექნიკა დაკარგა, არამედ დააზიანა მათი შესაძლებლობები, გააკონტროლონ სივრცე, ზურგიდან დაიცვან საკუთარი ძალები და დაგეგმონ ახალი იერიშები.





