რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ "ნეპტუნის" რაკეტებით რუსული დრონების ქარხანას დაარტყა

   

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 24 აპრილს დაადასტურა, რომ უკრაინულმა "ნეპტუნის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქში მდებარე "ატლანტ აერო" ქარხანას დაარტყა, რის შედეგადაც დრონების საწარმო ორი ობიექტი და კიდევ ოთხი შენობა განადგურდა.

უკრაინის ძალებმა 19 აპრილს შეუტიეს ქარხანას, რომელიც დრონების წარმოების სრულ ციკლს - დიზაინს, წარმოებასა და ტესტირებას - უზრუნველყოფდა. იმავე დღეს, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა დაადასტურა ქალაქზე სარაკეტო დარტყმა და განაცხადა, რომ "კომერციული ინფრასტრუქტურა" დაზიანდა.

გენერალური შტაბის ცნობით, "ატლანტ აერო" "მოლნიას" ტიპის დამრტყმელ და სადაზვერვო დრონებს, ასევე "ორიონის" უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილებს აწარმოებს.

"ამ ობიექტის დაზიანება შეამცირებს მტრის შესაძლებლობას, დაარტყას მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში," - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.

 

კომენტარები