აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

მედია: ირანმა აშშ-ს მეორე თვითმფრინავი ჩამოაგდო, A-10-ის პილოტი გადაარჩინეს

აშშ-ს საჰაერო ძალების A-10 Thunderbolt II ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, 2020 წლის 17 იანვარი.  
Staff Sgt. Daniel Snider

დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა აშშ-ს A-10 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

The Washington Post-ს წყაროები უყვებიან, რომ შემთხვევა ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მოხდა. WP წერს, რომ A-10-ის პილოტმა დაზიანებული თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცემდე მართა, რის შემდეგაც კატაპულტირება მოახდინა. პილოტი აშშ-ს სამძებრო-სამაშველო ძალებმა გადაარჩინეს.

პარალელურად, გუშინ ჩამოვარდნილი F-15-ის მეორე პილოტის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია ინციდენტების შესახებ მედიაში არ ვრცელდება.

კომენტარები