რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

Exilenova+ / Telegram

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2 აპრილის დილის საათებში უკრაინამ რუსეთის ქალაქ უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. 

ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) პროექტ CyberBoroshno-ს მიხედვით, "ბაშნეფტ-ნოვოილის" გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიტანილი დარტყმის შედეგად ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის კადრები ტელეგრამ არხ Exilenova-მაც გაავრცელა:

ტელეგრამ არხ Astra-ს მიხედვით, დრონი საცხოვრებელ შენობასაც დაეცა, თუმცა, ადგილობრივი რუსული ხელისუფლების ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა. 

კომენტარები