29 მარტს ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიშის დროს უსტ-ლუგას პორტი დაზიანდა, მაშინ როცა კიევი ამ კვირაში ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონზე მიზანში ამოღებას აგრძელებს.
დროზდენკოს პორტში მიყენებული ზიანის მასშტაბი არ დაუზუსტებია და აღნიშნა, რომ დილის დაახლოებით 7 საათისთვის მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ.
მისივე თქმით, წინა ღამის განმავლობაში ლენინგრადის ოლქის თავზე სულ 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ნავთობტერმინალებზე უსტ-ლუგასა და პრიმორსკის საპორტო ქალაქებში იერიშები გასულ ვირაში უკვე 4 ჯერ მიიტანეს





