აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მსუბუქად დაიჭრა – ირანელი ოფიციალური პირი Reuters-ს

მოჯთაბა ხამენეი  

ირანელმა ოფიციალურმა პირმა, Reuters-ს განუცხადა, რომ ქვეყნის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი მსუბუქად დაიჭრა.

წყარომ გამოცემას უთხრა, რომ მსუბუქი ჭრილობის მიუხედავად ხამენეი "მუშაობას აგრძელებს".

ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, როდის მიიღო ხამენეიმ დაზიანება ან რატომ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება საჯარო მას შემდეგ, რაც ახალი ლიდერის თანამდებობაზე დაინიშნა.

ცნობისთვის, მსგავსი ინფორმაცია მანამდე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის შვილმა გაავრცელა. იოსეფ ფეზეშქიანმა საკუთარ ტელეგრამ გვერდზე დაწერა, რომ ხამენეი დაიჭრა, თუმცა ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.

კომენტარები