საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. სამსახურის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8%-ით არის გაზრდილი.
RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (0.9%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.9%).
გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები ბინებზე 4.8%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 5.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ღირებულება ყველაზე ძვირი ისევ მთაწმინდის ( 6730 ლარი 1 კვადრატული მეტრი) და ვაკის ( 5914 1 კვადრატული მეტრი) რაიონებშია, ხოლო ყველაზე იაფი სამგორსა (3 680 1 კვადრატული მეტრი) და გლდანში - (3 867 1 კვადრატული მეტრი)




