აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანული გემი წყალქვეშა ნავიდან ნასროლი ტორპედოთი ჩაძირა

ფრეგატი IRIS Dena, რომელიც აშშ-მ ჩაძირა

შრი-ლანკის სანაპიროს მახლობლად აშშ-მ წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლით ირანის საზღვაო ძალების ფრეგატი IRIS Dena ჩაძირა. ამის შესახებ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა, განაცხადა.

პენტაგონმა გემის განადგურების კადრები გამოაქვეყნა.

https://x.com/DeptofWar/status/2029193757162139762?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E2029193757162139762%7Ctwgr%5E80790eac7001c53661954bbb432aef6ff4db1658%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.timesofisrael.com%2Firanian-warship-sinks-after-apparent-submarine-attack-near-sri-lanka-101-said-missing%2F

შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე 180 პირი იმყოფებოდა. ფრეგატი ბენგალის ყურეში 18-25 თებერვალს გამართულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობდა. 

შრი-ლანკის ფლოტის სპიკერის თქმით, გადაარჩინეს 32 პირი, რომლებსაც ახლა მკურნალობენ. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 80 ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, იძებნება 100-ზე მეტი ადამიანი.

ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მ გემი ტორპედოთი ჩაძირა.

IRIS Dena შეიარაღებული იყო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით, მიწა-ჰაერისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით, ასევე ტორპედოებით და შეეძლო ვერტმფრენების გადატანაც.

კომენტარები