აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

გაერთიანებულ საამიროებში ამბობენ, რომ ირანის ასობით რაკეტა და დრონი მოიგერიეს

ირანის ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის სურათის წინ გამართულ სამხედრო გამოფენაზე რაკეტა Shahab-3-ია წარდგენილი, თეირანი, 2008
AP/Hasan Sarbakhshian

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამბობენ, რომ ასობით ირანული დრონი და რაკეტა მოიგერიეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საამიროებს გააჩნია თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობები და საბრძოლო მასალის მარაგები, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხანგრძლივი იქნება რეგიონში არსებული ესკალაცია.

სამხედრო უწყების ცნობით, ბოლო დღეებში საამიროების მიმართულებით ირანმა ჯამში 186 რაკეტა და 812 დრონი გაუშვა. სპიკერის ცნობით, ჩამოაგდეს 172 რაკეტა, 13 ზღვაში ჩავარდა, ერთი კი საამიროების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

სამინისტროს სპიკერის თქმით, დაზიანებები, რაც თავდასხმებს მოჰყვა, არა წარმატებული იერიშების, არამედ სამიზნეების მოგერიების შედეგად წარმოქმნილი შრაპნელის შედეგია.

კომენტარები