ირანმა საუდის არაბეთში, ერ-რიადში მდებარე აშშ-ს საელჩოზე 3 მარტის გამთენიისას ორი დრონით მიიტანა იერიში.
საუდის არაბეთმა შემთხვევა დაგმო.
"ირანის ბრუტალური ქცევები რეგიონს უფრო მეტად ჩაითრევს ესკალაციაში." - თქვეს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აშშ-ს საელჩომ ერ-რიადში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამერიკის მოქალაქეებს დიპლომატიური შენობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
შემთხვევის ფონზე ომანში აშშ-ს საელჩო თავის თანამშრომლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. საელჩო დაიხურა ქუვეითშიც.
აშშ-ს საელჩოზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ერ-რიადში აფეთქებებს ხმა კიდევ ერთხელ გაისმა.





