აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 28 თებერვალს პირველადი დარტყმების ფარგლებში ამერიკის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის საზღვაო დრონების ავიამზიდ IRIS Shahid Bagheri-ზე.
"ირანული რეჟიმის ცრუ გზავნილების მანქანა განაგრძობს მცდარი განცხადებების გაკეთებას, რომ მათ აშშ-ს ავიამზიდი ჩაძირეს. ერთადერთი ავიამზიდი, რომელზეც თავდასხმა მოხდა, ირანული დრონების ავიამზიდი, Shahid Bagheri-ა" - განაცხადა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.
"აშშ-ს ძალებმა ხომალდს ოპერაცია "ეპიკური რისხვის" დაწყებიდან პირველივე საათებში დაარტყეს." - დაამატა სარდლობამ.
აღნიშნული ავიამზიდი ირანმა ზღვაში პირველად 2024 წლის ნოემბერში ჩაუშვა, ხოლო არმიამ მისი გამოყენება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო.





