აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

IDF: ირანში საჰაერო იერიშების ახალი ტალღით IRGC-ის შტაბ-ბინა გავანადგურეთ

აშშ-ისრაელის იერიში თეირანზე, 1 მარტი

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიშების ახალი ტალღით თეირანში მდებარე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინა გაანადგურეს.

IDF-ის თქმით, იერიშში საჰაერო ძალების 100-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი მონაწილეობდა, რომლებმაც მიზანში ამოიღეს IRGC-ის ათობით შენობა, მათ შორის მისი დაზვერვის, საჰაერო ძალებისა და შიდა უსაფრთხოების დანაყოფების შენობები.

კომენტარები