ავტოსაგზაო შემთხვევა

მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა - არის მსხვერპლი

იტალიის ქალაქ მილანში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა - სულ მცირე, 40 კი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:00 საათზე მოხდა. BBC-ის ცნობით, იმ დროს, ტრამვაი მგზავრებით სავსე იყო.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთ დაღუპულს, სავარაუდოდ, ტრამვაი დაეჯახა - დაშავებულთა უმეტესობა კი მგზავრია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი. 

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები