ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვას 1 წელია ელოდებიან ელოდებიან. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ველოდებით აშშ-ის მხრიდან, რომ იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული საქართველოსთან ურთიერთობებში. იყო კომუნიკაცია, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და ჩვენ მოვახერხებთ გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში". - თქვა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხბა სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტს და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა საქართველო რეგიონული პროცესების მიღმა აღმოჩნდეს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ "არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას და ამაში ცუდი არაფერი არ არის".
"როდესაც ჩვენი რეგიონის როლზე ვსაუბრობთ და უფრო მეტად არის საუბარი შუა დერეფანზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობაზე - წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საქართველოს როლი დააკნინო. შეუძლებელია ამის გაკეთება, რაც არ უნდა ეცადონ. არავინ გამორიცხავს ალტერნატიული გზების არსებობას და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ საქართველოს გამოტოვება წარმოუდგენელია.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს გასასვლელი ზღვაზე და მარტო ეს კმარა იმისთვის, რომ მშვიდად იყო, რომ საქართველოს როლს ვერავინ დაკნინებს". - თქვა ბოჭორიშვილმა





