BBC-ს ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე დააკავეს.
ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი მის 66-ე დაბადების დღეზე ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში დააკავეს.
ცნობისთვის, მას სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან კავშირები ჰქონდა.
ეპსტინის ტრეფიკინგის ერთ-ერთ მსხვერპლად მიჩნეული ვირჯინია ჯუფრე ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორს წლების განმავლობაში სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯუფრე წლების განმავლობაში ღიად სდებდა ბრალს ეპსტინსა და ჯილეინ მაქსველს, ეპსტინის ყოფილ პარტნიორს. ის ამბობდა, რომ 17 წლის ასაკში ის ყოფილ პრინცს ძალის გამოყენებით მიჰგვარეს. ვირჯინია ჯუფრემ სიცოცხლე 2025 წლის აპრილში თვითმკვლელობით დაასრულა.
წინა წლის ოქტომბერში, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მფარველობა და სამხედრო ტიტულები ჩამოერთვა.





