ეპსტინის საქმის მასალები

ეპსტინის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ პოლიციამ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი დააკავა

პიტერ მენდელსონი ჯეფრი ეპსტინთან ერთად
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი

აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი, პიტერ მენდელსონი ლონდონის პოლიციამ საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე დააკავა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ყოფილ ელჩს სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპსტინთან კავშირები ჰქონდა.

72 წლის მენდელსონი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული თანამდებობიდან სექტემბერში დაითხოვეს, როცა ეპსტინთან მისი მეგობრობის შესახებ ცნობები გამოაშკარავდა. 

"ოფიცრებმა 72 წლის კაცი დააკავეს საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე," განაცხადა ლონდონის პოლიციამ. 

ცნობისთვის, პოლიციამ მენდელსონთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარე თვეში დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მთავრობამ პოლიციას ყოფილ ელჩსა და ეპსტინს შორის მიმოწერები გადასცა. 

მანამდე, 19 თებერვალს, საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის ეჭვზე პოლიციამ გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუც დააკავა, თუმცა, ის მეორე დღესვე გაათავისუფლეს

კომენტარები