რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

საფრანგეთმა დაკავებული "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

   
   

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ საფრანგეთმა “რამდენიმე მილიონი ევროს” ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ ტანკერი GRINCH გაათავისუფლა.

“ევროპული სანქციების გვერდის ავლა ფასს მოითხოვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენი სანაპიროების მახლობლად “ჩრდილოვანი ფლოტის” მეშვეობით,” - წერს ბარო X-ზე.

ცნობისთვის, საფრანგეთის ფლოტმა 2026 წლის 22 იანვარს დააკავა ნავთობის ტანკერი, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ეკუთვნის. 

"ოპერაცია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ჩატარდა, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერით. ეს მოხდა ზღვის სამართალზე გაეროს კონვენციის მკაცრი დაცვით," - დაწერა მაკრონმა ტანკერის დაკავების შემდეგ X-ზე.

 

კომენტარები