Baza-ს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური (როსკომნადზორი) რუსეთის ტერიტორიაზე Telegram-ს სრულიად დაბლოკავს.
“რამდენიმე უწყებიდან ჩვენი წყაროების ცნობით, ამ თარიღიდან როსკომნადზორი [Telegram-ის] სრულიად დაბლოკვას დაიწყებს, Instagram-ისა და Facebook-ის მსგავსად. ზომები გავრცელდება რუსეთის მთელ ტერიტორიაზე: აპლიკაცია აღარ ჩაიტვირთება არც მობილური ქსელების და არც სტაციონარული ინტერნეტსისტემების საშუალებით,” - წერს Baza.
ცნობისთვის, Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა 10 თებერვალს დაიწყო.
ამასთან ერთად, WhatsApp-ის ანგარიშმა 11 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა.
რუსეთში მესენჯერ აპლიკაციებზე შეზღუდვების დაწესების მცდელობები არაერთხელ ყოფილა. 2025 წლის ოქტომბერში რუსეთმა დროებით შეზღუდა Telegram-სა და WhatsApp-ზე ახალი რეგისტრაციები, მანამდე კი მომხმარებლები ჩიოდნენ აპლიკაციებზე წვდომის პრობლემებზე.
როსკომნადზორი ადრე აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვები "კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლის" მიზნით შემოიღეს. WhatsApp-ის შემთხვევაში ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ აპლიკაცია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენებოდა.





