რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ არჩევნების გეგმის გამოცხადების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 11 თებერვალს გაავრცელა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარება ომის პირობებში შეუძლებელია და ამისთვის ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

"ჩვენც შეგვიძლია რუსეთს ზავი შევთავაზოთ, თუ ისინი რუსეთში არჩევნებს ჩაატარებენ" - თქვა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინაში ეროვნული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაზე საუბრისას.

კომენტარები