აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომანში გამართული მოლაპარაკებები "ძალიან კარგად" წარიმართა.
"ირანთანაც ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა, მათ შეთანხმების მიღწევა სურთ" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე და დაამატა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები კვლავ შეხვდებიან.
ამასთან, ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების შესახებ მანამდე გამოთქმული მუქარები კიდევ ერთხელ გაიმეორა.
"თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, შედეგები ძალიან მძიმე იქნება" - თქვა მან.
თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან დამატებითი მოლაპარაკებების გამართვას ელოდება და ომანში გამართული მოლაპარაკებების განმავლობაში შექმნილ "პოზიტიურ ატმოსფეროს" გაუსვა ხაზი.





