ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ გრანტების შესახებ კანონის გამკაცრება აიტი სპეციალისტების საქმიანობას ხელს არ შეუშლის.
"აბსოლუტური ტყუილია, რომ აიტი სპეციალისტებს, რომლებიც, მაგალითად, კოდებს წერენ და ანაზღაურებას უცხოეთიდან იღებენ, საქმიანობაში ხელი შეეშლებათ". - თქვა გორდულაძემ.
დღეს, 2 თებერვალს, ივანიშვილის პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრანტების შესახებ კანონის გამკაცრებას პირველი მოსმენით განიხილავენ.
28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები - გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.





