უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს ცნობით, უკრაინის ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი Су-30 და Су-34 ჩამოაგდეს.
"დღეს რუსებმა ორი თვითმფრინავი Су-30 და Су-34 დაკარგეს". - წერს კოვალენკო Telegram-ზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა Су-34-ის ტიპის თვითმფრინავი ეკიპაჟთან ერთად დაკარგა.
სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, Су-34-ის ტიპის თვითმფრინავი უკრაინამ, სავარაუდოდ, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდო, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.





