რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შევუთანხმდი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Mandel Ngan/ AFP via Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დავოსში შეხვედრის დროს, ის პრეზიდენტ ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა.

"გუშინ, საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე PAC-3-ის ტიპის რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. არ ვიტყვი რამდენი, თუმცა, ვიცი, ამ რაკეტების გამოყენებით რამდენჯერ გაუძლებს უკრაინა ბალისტიკურ დარტყმებს". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, ზელენსკიმ არაერთხელ ისაუბრა თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დეფიციტზე, მათ შორის, უკრაინას არ ჰყოფნიდა PAC-3-ის ტიპის რაკეტები Patriot-ებისთვის, რომელიც უკრაინის შეიარაღებაში არსებული ერთადერთი სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

კომენტარები