საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, ყველა სახის საგზაო მოძრაობა შეზღუდულია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში". - ნათქვამია განცხადებაში.





