გუდაური-კობის მონაკვეთი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში". - ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის დასაშვები.

კომენტარები