გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ კარიბის ზღვაში, ტრინიდადის სიახლოვეს, ნავთობტანკერი Olina-ს დაკავების პროცესშია, რაც ბოლო კვირებში მეხუთე მსგავსი შემთხვევაა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი Equasis-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ ტანკერი მოტყუებით დაცურავდა აღმოსავლეთ ტიმორის დროშის ქვეშ და წარსულში ვენესუელის დატოვების შემდეგ რეგიონში ბრუნდებოდა. ინდუსტრიის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Olina-მ ვენესუელა წინა კვირას ნავთობით დატვირთულმა დატოვა.
Reuters-ის ცნობით, აშშ-მ ტანკერს სანქციები გასული წლის იანვარში დაუწესა, როცა მას სახელად Minerva ერქვა. ხოლო გამოცემა Wall Street Journal-ის მიხედვით, ხომალდის სანქცირების მიზეზი ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წევრობა იყო, რის ფარგლებშიც ტანკერს რუსული ნავთობი გადაჰქონდა.
ცნობისთვის, აშშ-მ 7 იანვარს ატლანტის ოკეანეში დააკავა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera, რომლის ესკორტირებისთვისაც კრემლმა წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი გაგზავნა.
-
აშშ-მ ორკვირიანი დევნის შემდეგ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა
-
რუსული Telegram არხების ცნობით, აშშ-ს მიერ დაკავებული ხომალდის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტანკერის დაკავება "რთული გადაწყვეტილება" არ ყოფილა.
"იქ იყვნენ რუსული გემები... წყალქვეშა ნავი და საესკადრო ნაღმოსანი, ორივე ძალიან სწრაფად წავიდა, როგორც კი ადგილზე მივედით. გემი დავაკავეთ და ახლა ნავთობისგან იცლება." - თქვა მან.





