ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: 'მშვიდობის ძიების' ნიშნად ვენესუელა დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს

"მშვიდობის ძიების" ნიშნად ვენესუელა დიდი რაოდენობით პოლიტპატიმრებს ათავისუფლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია. აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბევრად უფრო დიდი, უკეთესი და მეტად თანამედროვე ფორმით აღდგენის საკითხში. ამ თანამშრომლობის გამო მე გავაუქმე წარსულში დაგეგმილი იერიშების მეორე ტალღა, რაც, როგორც ჩანს, აღარ იქნება საჭირო, თუმცა, ყველა ხომალდი ადგილზე დარჩება უსაფრთხოების მიზნით.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები