ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის მიხედვით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქში სასწრაფო დახმარების ბრიგადას ასაფეთქებელი ესროლა, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა და 70 წლის მძღოლი დაშავდა.
ამის შესახებ ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია Facebook-ზე წერს.
"დაახლოებით 22:00 საათზე რუსმა ოკუპანტები სასწრაფო დახმარების ბრიგადას დრონით თავს დაესხნენ, რომელიც დნეპრის რაიონში დაჭრილების გამოძახებას პასუხობდა. მტრის მიერ დრონიდან ასაფეთქებლის ჩამოგდების შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა და მძღოლი დაშავდა". - წერია განცხადებაში.





