სომხეთი-აზერბაიჯანი

21-ე საუკუნეში პირველად, ვოლგოგრადიდან სომხეთში მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, რუსეთიდან, ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში მარცვლეული აზერბაიჯანის გავლით, რკინიგზით გაიგზავნა.

ვოლგოგრადის რკინიგზის პრესამსახურის ცნობით, ხორბლით დატვირთული ვაგონები ვოლგოგრადის ოლქში, გმელინსკაიას სადგურიდან დაიძრა და აზერბაიჯანის გავლით, ერევნის სადგურში ჩავა.

მარცვლეულის პირველი პარტია რვა ვაგონისგან შედგებოდა. მიმდინარე წლის ბოლომდე სომხეთში სულ 2 000 ტონაზე მეტი ხორბლის – 30 მარცვლეულით დატვირთული ვაგონის გაგზავნა იგეგმება.

სომხური მედია აღნიშნავს, რომ სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანზიტის აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ ახალი ლოგისტიკური სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.

კომენტარები