სომხეთი-აზერბაიჯანი

ფაშინიანი: ხალხს ესმის, რომ ყარაბაღის პრობლემის დასრულების გარეშე, მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეთრ სახლში, 8 აგვისტო, 2025
თეთრი სახლი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ  ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შედეგად მშვიდობა დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ხოლო ყარაბაღის საკითხი საბოლოოდ დაიხურა.

"მე სომხეთს ვმართავდი იმ ლოგიკით, რომ ყარაბაღის მოძრაობა არ გაგრძელდებოდა და თუ ხალხი ამას არ ეთანხმებოდა, მოვუწოდებდი რევოლუციისკენ. თქვენ, ძვირფასო მოქალაქეებო, რევოლუცია არ მოაწყეთ, რადგან ჩემსავით გესმით, რომ ყარაბაღის პრობლემის დასრულების გარეშე, მშვიდობა შეუძლებელია.

დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენ კონფლიქტის გარემოში ვცხოვრობდით. მშვიდობა ჩვენთვის უჩვეულო გრძნობაა, მაგრამ ამიერიდან ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს მშვიდად ცხოვრება" – ამბობს ფაშინიანი.

11 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ვაშინგტონში, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ხელშეკრულებით სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით ექსკლუზიურ სპეციალური განვითარების უფლებებს მისცემს იმ დერეფანზე, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტი, აკრონიმით TRIPP დაერქმევა

კომენტარები