სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიკის პროვინციის სოფელი ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უწყების ცნობით სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს გამოიძიოს ხოზნავარში საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტი და გააკეთოს საჯარო განმარტებები". - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერის აპარატმა წამოაყენა წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებს და/ან მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მოგვიანებით სომხეთის ბრალდებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა:
"სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნა სიმართლეს არ შეესაბამება".





