რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე იერიში მიიტანა - დაზიანებულია ორი Су-27

20 დეკემბრის ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორი რუსული Су-27 ტიპის თვითმფრინავი დაზიანდა.

"ერთ-ერთი თვითმფრინავი სრული საბრძოლო კომპლექტით ბილიკზე იმყოფებოდა და მზად იყო საბრძოლო გაფრენისთვის. ის განადგურებულია.

ორივე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარია.

დამატებით დადასტურებულია დისპეტჩერული კოშკის დაზიანებაც, რამაც შეიძლება აეროდრომზე ფრენების ორგანიზება და კონტროლი გაართულოს" - წერს СБУ-ს პრესსამსახური.

СБУ-ს ცნობით, ბოლო დღეებში ეს აეროდრომ ბელბეკზე უკვე მეორე წარმატებული შეტევაა.

კომენტარები