ისრაელი-ეგვიპტე

ნეთანიაჰუ: ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის მიწოდების $35-მილიარდიანი შეთანხმება გაფორმდა

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელსა და ეგვიპტეს შორის  დაახლოებით $35 მილიარდის ღირებულების ბუნებრივი აირის შესყიდვის შეთანხმება გაფორმდა.

მისი თქმით, შეთანხმება ისრაელიდან ეგვიპტეში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს და მასში ამერიკული ენერგეტიკული კომპანია Chevron მონაწილეობს.

"ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად აძლიერებს ისრაელის, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ძალის პოზიციას და ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში სტაბილურობას" – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ეგვიპტის განცხადებით, ისრაელთან გაზის შეთანხმება მხოლოდ კომერციული ხასიათისაა და ის პოლიტიკური მოტივების გარეშე, მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარეობს.

ისრაელის წყაროს ცნობით, შეთანხმების ოფიციალურ დამტკიცებას ისრაელი რამდენიმე თვის განმავლობაში აჭიანურებდა, თუმცა საბოლოოდ, ტრამპის ადმინისტრაციის წნეხის ფონზე, ქვეყნებს შორის შეთანხმებას მაინც დაიდო.

კომენტარები