ისრაელი-ეგვიპტე

ეგვიპტის საზღვართან შეტაკებას ისრაელის ორი სამხედრო ემსხვერპლა

ისრაელელი სამხედროები
JAAFAR ASHTIYEH/AFP

დღეს, 3 ივნისს დილით ისრაელისა და ეგვიპტის საზღვარზე შეტაკებებს ისრაელის თავდაცვის ძალების ორი სამხედრო ემსხვერპლა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე შეტაკებები განახლდა. 

პირველი შემთხვევა ნეგევის უდაბნოში, საგის მთასთან მოხდა.

დამატებითი დეტალები მაშინვე არ გასაჯაროებულა. შემთხვევის გამოსაძიებლად ადგილზე იმყოფებოდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF-ის) სამხედროები. 

ისრაელ-ეგვიპტის საზღვარი ძირითადად მშვიდობიანია, თუმცა ხშირია ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობები. ბოლო წლებში კონტრაბანდისტებსა და IDF-ის ჯარისკაცებს შორის სროლის რამდენიმე შემთხვევა მოხდა. ეგვიპტის არმია ასევე ხშირად ესვრის ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს, ისევე როგორც ჯიჰადისტურ ჯგუფებს ჩრდილოეთ სინაის უდაბნოში, რაც ზოგჯერ ცეცხლის გახსნით სრულდება. 

კომენტარები