რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა და პოლონეთის პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ პირველად შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში, 19 დეკემბერი, 2025 წ.
Omar Marques/Getty Images

19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა, რაც კაროლ ნავროცკის ინაუგურაციის შემდეგ ლიდერებს შორის პირველი შეხვედრაა. 

პოლონეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და პოლონეთის ლიდერებს შორის შეხვედრაზე ზოგადად "უსაფრთხოების, ეკონომიკური და ისტორიული საკითხების" განხილვა მოხდება. 

ხოლო კაროლ ნავროცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა "რუსეთისთვის ცუდ ამბებს" ნიშნავს. 

"პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი არის მტკიცებულება, რომ სტრატეგიულ და უსაფრთხოების საკითხებში პოლონეთი, უკრაინა და რეგიონის სხვა ქვეყნები ერთმანეთის გვერდით დგანან," დაამატა მან.

კომენტარები