მთელი ეს კატასტროფა შესაძლოა თავიდან ყოფილიყო არიდებული, თუ ევროპას ცოტა ოდენ სიმამაცესა და წინდახედულობას გამოიჩენდა. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. რადგან ფრანგები და გერმანელები მოწადინებულები იყვნენ, შეენარჩუნებინათ მოსკოვთან განსაკუთრებული ურთიერთობა და გერმანელებს კი სურდათ კვლავ მიეღოთ ბუნებრივი აირი. ვფიქრობ, ჩვენ ილუზიებიდან უნდა ამოვიყვანოთ ამერიკელები. მათ უნდა გაიაზრონ, რომ საშინელ, საშინელ შეცდომას უშვებენ. პირველ რიგში, საკუთარ თავებს მორალურად წამლავენ იმის გაკეთებით, რაც ამერიკის არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალით წართმეული ტერიტორიას ოფიციალური დიპლომატიურ აღიარებას უკეთებენ. ეს ის საზიზღობაა, რასაც, ვფიქრობ, ეს ადმინისტრაცია ვერასდროს გამოასწორებს. მეორე საკითხი კი ისაა, რომ ეს არ იმუშავებს. პრინციპების ამ საშინელი დათმობით, ნახავენ, რომ პუტინი ამას ჯიბეში ჩაიდებს და გააგრძელებს იგივეს კეთებას რადგან მას ეს საერთოდ არ აინტერესებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ჯონსონი: პრინციპების საშინელი დათმობით, აშშ ნახავს, რომ პუტინი გააგრძელებს იგივეს კეთებას
tbl.ge/7ec7
დაკოპირდა

ამბობს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი The Spectator-თან მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა
- უკრაინამ რუსეთში ნავთობსაცავები და საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა




