საქართველო-აშშ

OC Media: ტალიაშვილის ქმრის იურიდიული ფირმა მოსკოვში კომპანიებს სანქციების არიდებაში ეხმარება

დონალდ ტრამპი/თამარ ტალიაშვილი

OC Media-ს გავრცელებული ინფორმაციის, აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმრის იურიდიული ფირმა DTK Partners მოსკოვში კომპანიებს დასავლური სანქციებისგან თავის არიდებაში და გაყინული აქციების დაბრუნებაში ეხმარება.

რუსეთის კორპორატიული არქივის მიხედვით, ხუხალაშვილმა იურიდიული ფირმა 2025 წელს დაარსა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში მისი პროფილი კომპანიის ვებ გვერდიდან წაშალეს. საიტის დაარქივებული ვერსიის მიხედვით, ის კომპანიის დირექტორი 17 ივლისამდე იყო. მისი ცოლი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე კი 10 ივნისს დაინიშნა. 

მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს ამ ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებს.

"აღმაშფოთებელია, რომ ქართული ოცნების რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი ცნობების მიხედვით რუსეთს ეხმარება იმ ამერიკული სანქციების თავიდან არიდებაში, რომელთა მიზანიც პუტინის ომის მანქანის დასუსტებაა. სახაზინო დეპარტამენტმა ეს საქმე უნდა შეისწავლოს"– წერს უილსონი.

კომენტარები