რეკლამა

ცხელი საფულე vs ცივი საფულე: რა სხვაობაა? (რ)

თუ კრიპტოს ყიდვას გადაწყვეტ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მალევე უნდა მიიღო, ციფრული აქტივების შენახვას ეხება. ალბათ, გსმენია, ან თავადაც ხვდები, რომ კრიპტოვალუტის შენახვას თავისი წესები და პირობები აქვს. 

მოწყობილობას, სადაც შენი აქტივები ინახება, საფულე ეწოდება. ეს არის ციფრული ხელსაწყო, რომელიც კრიპტოგრაფიული გასაღებების დახმარებით, საჯარო და პირადი, კრიპტოს შენახვის, გაგზავნისა და მიღების საშუალებას იძლევა. მახასიათებლებისა და ფუნქციების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის საფულე არსებობს, მათ შორის - ცხელი და ცივი. მათი განმასხვავებლების გააზრება მნიშვნელოვანია, რათა აქტივების უსაფრთხოდ შენახვა შეძლო. 

დღეს სწორედ ამ თემას განვიხილავთ. ჩვენთან ერთად გაარკვიე, რა არის ცხელი და ცივი საფულე და, რაც ყველაზე მთავარია, შენთვის რომელია, უფრო ხელსაყრელი ალტერნატივა. თუ ამის მერე კრიპტოვალუტით ვაჭრობას გადაწყვეტ, საერთაშორისო კრიპტო ბირჟა ბაიბიტი ამისთვის სანდო და უსაფრთხო პლატფორმას გთავაზობს. 

რა არის ცხელი საფულე

ცხელი საფულე არის კრიპტო პორტფელი, რომელიც მუდმივად ინტერნეტთან არის დაკავშირებული. მარტივად რომ გითხრათ, წარმოიდგინე ყოველდღიური საფულე, რომელიც სულ თან დაგაქვს. კრიპტო საფულეც სწორედ ამის მსგავსია, მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში. 

ცხელი საფულე საშუალებას იძლევა, სწრაფად და მარტივად მართო შენი აქტივები - სურვილისამებრ, გაგზავნო ან მიიღო. თუ ყოველდღიურ გადარიცხვებში ხშირად აპირებ კრიპტო ვალუტით სარგებლობას, მაშინ ცხელი საფულე შესანიშნავი ვარიანტია. 

არსებობს ცხელი საფულის რამდენიმე ვარიანტი:

  • მობილური აპლიკაციები (მაგ. Trust Wallet, Coinbase)
  • ვებ საფულე, რომელიც შენი ბრაუზერის საშუალებით ოპერირებს და ინტერნეტის დახმარებით, მასზე წვდომა სხვადასხვა გაჯეტებით თავისუფლად შეგიძლია
  • დესკტოპ საფულე - ინსტალირდება კომპიუტერში 

ცხელ საფულეებს უმეტესად კრიპტო ვაჭრობისთვის იყენებენ, როცა ტრანზაქციების სწრაფად განხორციელება სურთ. მათი მთავარი უპირატესობაც სწორედ ამაში მდგომარეობს - საკუთარ ციფრულ აქტივებზე მომენტალური წვდომა გაქვს. ბალანსის შემოწმება უმარტივესად შეგიძლია და გადარიცხვებსაც სწრაფად აწარმოებ. 

ცხელი საფულეების უმეტესობა უფასოა. მათი გამოყენება სირთულეებთან დაკავშირებული არაა, ამიტომ დამწყებები უპრობლემოდ სარგებლობენ. 

რა არის ცივი საფულე

ცივი საფულე კრიპტო პორტფელია, რომელსაც ინტერნეტთან კავშირი არ აქვს. მასზე ციფრული ვალუტის შენახვა ინტერნეტთან წვდომის გარეშე შეგიძლია. მხოლოდ მაშინ გიწევს ინტერნეტთან დაკავშირება, როცა ტრანზაქციის განხორციელება გსურს. ყოველდღიური საფულისგან განსხვავებით, ცივი საფულე სეიფს უფრო მოგვაგონებს, სადაც იცი, რომ შენი აქტივები უსაფრთხოდ ინახება. 

ერთი მხრივ, ცივი საფულე მეტად დაცულია, თუმცა ეს ართულებს აქტივებთან წვდომას. 

ცივი საფულის გავრცელებული ტიპებია:

  • USB drive-ის მსგავსი ჩიპი (Ledger, Trezor-ის მიერ შექმნილი ფიზიკური მოწყობილობები)
  • ქაღალდის საფულე, რომელზეც პირადი და საჯარო გასაღებები არის დატანილი

დღესდღეობით ცივი საფულის პირველი ტიპი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ქაღალდის საფულის შემთხვევაში, მეტია მისი დაკარგვის შანსი, ასევე შედარებით დიდია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. 

ამ ტიპის საფულეებს უფრო ხშირად დიდი ინვესტორები და ინსტიტუციები იყენებენ, რომლებსაც აქტივების დიდი ხნით შენახვა სურთ. მათთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოებაა. 

რომელი უფრო უსაფრთხოა

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცივი საფულით სარგებლობისას უფრო დაზღვეული ხარ. ცხადია, როცა კრიპტოს ყიდულობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნლეოვანი ფაქტორია, რომლის გათვალისწინებაც გვიწევს. ცხელი საფულის შემთხვევაში, რისკები შედარებით დიდია. ამიტომ, ბევრი უპირატესობას ცივ საფულეს ანიჭებს და თავის აქტივებს ამ ფორმით ინახავს. 

ინტერნეტთან წვდომა კიბერ შეტევების მიმართ უფრო მოწყვლადს გვხდის. ყოფილა შემთხვევები, როცა კრიპტო ვალუტის მფლობელები ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გამხდარან. მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც თავისთავად ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ნაკლებ მომგებიანია. ცივი საფულის გამოყენებისას ეს შანსები მინიმუმამდეა დაყვანილი. ერთადერთი, რაც ასეთ დროს შეიძლება მოხდეს, თავად მომხმარებლის მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობაა - მაგ. საფულის დაკარგვა ან დაზიანება. 

უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტები გვირჩევენ, თუკი ციფრული აქტივების ღირებულება ასობით დოლარს აღემატება, ჩვენი კაპიტალი ცივი საფულით დავაზღვიოთ. ცხელ საფულეში მხოლოდ სახარჯი თანხა შეგიძლია გედოს, იმ რაოდენობის, რასაც ჯიბის საფულითაც ატარებდი.

რომელი უფრო მოსახერხებელია

თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცივი საფულე უფრო დაცულია, როცა საქმე კომფორტზე მიდგება, ცხელი საფულით სარგებლობა გაცილებით უფრო მოსახერხხებელია, რადგან აქტივებზე მუდმივი წვდომა გაქვს. შეგიძლია, ტრანზაქციები გაცილებით სწრაფად განახორციელო. ცხელი საფულეები ხშირად ავტომატურად არის ფინანსურ პლატფორმებზე მიბმული და სხვადასხვა ტიპის აქტივობის საშუალებას იძლევა.

ხარჯების შედარება

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ხარჯები. ცხელი საფულის გამოყენება, როგორც წესი, არანაირ დამატებით ხარჯთან დაკავშირებული არაა. შეგიძლია, თავისუფლად ისარგებლო უფასო აპლიკაციებით. 

ცივი საფულის ღირებულება საშუალოდ 50$-200$-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია პოტენციური დანაკარგისგან დაზღვევის საფასურიც. გრძელვადიან პერსპექტივაში, აქტივების უსაფრთხოდ დაცვაში ინვესტირება გამართლებული და საჭიროც არის. 

შენ რომელი საფულე უნდა აირჩიო

არჩევანი ცხელ და ცივ საფულეს შორის შენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ცხელი საფულე დამწყებთათვის იდეალური ვარიანტია. თუ შენთვის ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად განხორციელებააა მნიშვნელოვანი, კრიპტოს ხშირად ყიდულობ/ყიდი, მაშინ, შეგიძლია, ცხელი საფულით ისარგებლო. 

თავის მხრივ, ცივი საფულე კრიპტო აქტივების მაქსიმალურად უსაფრთხოდ შენახვის საშუალებას იძლევა.

ბევრი მომხმარებელი ერთგვარ ჰიბრიდულ სტრატეგიას ირჩევს. აქტივებს ცივ საფულეში ინახავს, თუმცა გარკვეული ნაწილი ცხელ საფულეზეც უდევს. ეს მიდგომა მოქნილობის საშუალებას გვაძლევს. 

 

კომენტარები