რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფიცპატრიკი: ეს '28-პუნქტიანი გეგმა' არაფერია, გარდა რუსეთის აბსურდული სურვილების სიისა

ეს ფართოდ უნდა გავრცელდეს. ეს "28-პუნქტიანი გეგმა" არაფერია, გარდა რუსეთის აბსურდული სურვილების სიისა, რომელიც, როგორც ნაგავი, უარყოფილ და დახეულ უნდა იქნას. ერთადერთი სამშვიდობო გეგმა, რომელიც სერიოზულად უნდა განიხილონ არის ის, რომელიც 100%-ით უკრაინის მიერ არის შედგენილი და დამტკიცებული. ისინი არიან მსხვერპლნი და ჩვენ 100%-ით მათ გვერდით ვიდგებით.

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი X-ზე მას შემდეგ, რაც ამერიკელი სენატორების თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მათთან საუბრისას უარყო, რომ 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" აშშ-ს მიერაა შემუშავებული და განმარტა, რომ აღნიშნული გეგმა მოსკოვის "სურვილების სიას" წარმოადგენს.

კომენტარები