რუსულ Telegram-არხებზე გავრცელებული კადრების მიხედვით, 20 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთში, რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიყენებული ზიანი არ დაუდასტურებია, მათ დაადასტურეს, რომ ღამით დრონების თავდასხმა მოხდა.
"გუშინ ღამე საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონულმა ბრძოლის საშუალებებმა რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე დრონები გაანადგურეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ერთ-ერთ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა" - განაცხადა გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა.
რიაზანის ოლქი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 450 კილომეტრში მდებარეობს.





