რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად გამოაცხადა უკრაინული კომპანია GSC Game World-ის მუშაობა, რომელიც ვიდეოთამაში S.T.A.L.K.E.R.-ის შემქმნელია.
რუსეთის პროკურატურაში უკმაყოფილო არიან, რომ უკრაინული კომპანია მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევ უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თამაშის შემქმნელი კომპანია რუსეთს აგრესორ სახელმწიფოდ "წარმოაჩენს".
"ამ მომენტში ინტერესის ფოკუსშია უკრაინის შეიარაღებული ძალების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთის ხატის "აგრესორ სახელმწიფოდ" ფორმირება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მადისკრედიტირებელი მატერიალის გავრცელებით." - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუსეთის გენპროკურატურაში უკმაყოფილება გამოთქვეს უშუალოდ ვიდეოთამაშ S.T.A.L.K.E.R. 2-თან მიმართებით, რომელიც, მათი მტკიცებით, "აგრესიულ რუსოფობიულ" შიგთავსს შეიცავს.
"2024 წელს ორგანიზაციამ გამოუშვა კომპიუტერული თამაში, რომელიც ავრცელებს უკრაინულ ნარატივებს და შეიცავს აგრესიულ რუსოფობიურ კონტენტს." - წერია განცხადებაში.
S.T.A.L.K.E.R. 2 არის თვითგადარჩენისა და ჰორორის ჟანრის ე.წ. "შუთერი" თამაში, რომლის სიუჟეტი ჩერნობილის ზონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.





