რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სირსკი პოკროვსკში ჩავიდა და ქალაქის დასაცავად მებრძოლი სამხედროები მოინახულა

ოლექსანდრ სირსკი
Unian

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, პოკროვსკში ჩავიდა და ქალაქის შესანარჩუნებლად მებრძოლი დანაყოფები მოინახულა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ტელეგრამზე გაავრცელა. 

სირსკის თქმით, მთავარი მიზანი ქალაქის გარკვეულ ნაწილებზე კონტროლის აღდგენაა, ისევე როგორც ლოჯისტიკური ხაზების დაცვა და ახლების შექმნა, რათა შესაძლებელი იყოს ჯარისკაცების მომარაგება და დაჭრილების ევაკუაცია. 

"საუბარიც კი არ არის ქალაქ პოკროვსკზე რუსეთის კონტროლზე ან იქ უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაციულ გარშემორტყმაზე," თქვა სირსკიმ. 

კომენტარები