აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის 2-წლიანი განაჩენი სააპელაციოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ძალაში დატოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
სხვიტარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა 3 სექტემებრს მიუსაჯა.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.
24 ივლისის სასამართლო სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.





