აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.
- მირტყამდნენ ფეხებს, თავზე გადამამტვრიეს ხის ნივთები - დაკავებული აქტივისტი
- ადვოკატი: საბა სხვიტარიძე საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო
შეგახსენებთ, 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს 353 მუხლის მეორე ნაწილიდან 120 მუხლის პირველი ნაწილით. სრულიად ამოვარდა ბრალიდან პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.





