რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსულ ნავთობსაცავზე იერიში მიიტანა

განათებული ცა სოფელ გვარდეისკოესთან, ოკუპირებულ ყირიმში, უკრიანული იერიში შემდეგ
ASTRA/Telegram

რუსული ტელეგრამ არხ ASTRA-ს ცნობით, 9 ნოემბრის საღამოს უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ ნავთობსაცავზე იერიში მიიტანეს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის თავზე 10 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ნავთობსაცავი ყირიმში სოფელ გვარდეისკოეს აეროდრომის მახლობლად მდებარეობს, იმ ბაზაზე, საიდანაც რუსეთი უკრაინაზე დასარტყმელად სხვადასხვა ტიპის ავიაციას ხშირად აგზავნის. 

ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ეს ნავთობსაცავი უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის შეტევების ობიექტი არაერთხელ იყო. უკრაინის სპეციალურმა ძალებმა 17 ოქტომბერს დაადასტურეს, რომ მათმა დრონებმა გვარდეისკოეს ნავთობსაცავი დააზიანეს, რის დასტურადაც დრონით გადაღებული ვიდეოც გაავრცელეს.

კომენტარები