ამოუცნობი დრონები ევროპაში

დრონების გამოჩენის გამო ბრიუსელის აეროპორტი ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამედ დაიხურა

FRANCOIS LENOIR / reuters

6 ნოემბერს ბელგიის მთავარმა აეროპორტმა დაახლოებით ერთი საათით მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში მორიგი დრონი შენიშნეს, რაც მიმდინარე კვირაში მესამე მსგავსი შემთხვევაა.

ფლამანდური მაუწყებლის, VRT-ის მიხედვით, ბელგიის საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორმა ბრიუსელის აეროპორტის დახურვის ბრძანება ადგილობრივი დროით 21:20 საათზე გასცა.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეს ბელგიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონების გამოჩენის უკვე მესამე შემთხვევაა.

კომენტარები