რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO-ში აშშ-ს ელჩი უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით NATO-ს დელეგაცია აშშ-ს ელჩის, მეთიუ უიტაკერის, ხელმძღვანელობით პირველად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, 3 ნოემბერს, დელეგაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.

შმიგალმა თქვა, რომ შეხვედრაზე "მტრის დრონებისა და რაკეტებისგან უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვის" საკითხზე იმსჯელეს. 

"კოლეგებთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით უკრაინის საჰაერო სივრცის თავდაცვის უსაფრთხოებასა და მრავალშრიანი თავდაცვითი ხაზის შექმნას." - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, შმიგალმა NATO-ს ელჩებს უკრაინის მხარდაჭერისა და კიევისთვის აშშ-ს იარაღის დაფინანსების ინიციატივაში მათი აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემს კოლეგა NATO-ს ელჩებთან ერთად ახლახან დავასრულე თვალისამხელი ვიზიტი უკრაინაში. ვიზიტმა მხოლოდ განამტკიცა აზრი, რომ ომის ოთხი წელი [ომი] ოთხი წლით მეტია, ვიდრე საჭიროა. სანამ მოქმედი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს ხელმძღვანელობს, NATO-ს მოკავშირეების მხრიდან  მხარდაჭერის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია" - დაწერა მეთიუ უიტაკერის სოციალურ ქსელში დღეს.

კომენტარები