დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Al Drago/BLOOMBERG

ხცალ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის - ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

შეხვედრებისას გამართული მოლაპარაკებები, უმეტესად, ცენტრალური აზიის უზარმაზარ წიაღისეულ რესურსებს შეეხება. ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ლიდერები თეთრ სახლში ტრამპთან ერთად ვახშამსაც დაესწრებიან.

Reuters წერს, რომ აშშ რეგიონში, რომელიც დიდი ხანია რუსეთის დომინაციის ქვეშ იმყოფება და სადაც ჩინეთის გავლენაც იზრდება, თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების მოსკოვისა და პეკინის გავლენისგან დაცვას ცდილობენ. განსაკუთრებით კი, აშშ ახალი პარტნიორობის დამყარებას ცდილობს, რათა კრიტიკული მინერალების, ენერგორესურსებისა და სახმელეთო სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რომლებიც მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებს გვერდს აუვლის.

ერთობლივად, ცენტრალური აზიის ამ ქვეყნებზე მსოფლიოს ურანის წარმოების ნახევარზე მეტი მოდის - ეს რესურსი კი აშშ-ს ბირთვული ენერგეტიკისთვის გადამწყვეტია და მისი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა. ამასთან, ამ დროისთვის აშშ-ს ურანის დაახლოებით 20%-ს კვლავ რუსეთისგან ყიდულობს.

ასევე, დღევანდელი შეხვედრის წინ ამერიკელმა სენატორებმა სენატში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები