ნორვეგია 2026 წელს უკრაინას $7 მილიარდით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შმიგალი ნორვეგიაში ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც ის ნორვეგიის თავდაცვის მინისტრს, ტორე ო. სანდვიკს შეხვდა და უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან ერთად, უკრაინა პირველად მიიღებს მონაწილეობას ერთობლივი საექსპედიციო ძალების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა თავდაცვის სფეროს ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ხელს უწყობს ნორვეგიულ და უკრაინულ კომპანიებს უკრაინაში მეტი შეიარაღება აწარმოონ.





